"ჩავარდნა გვქონდა მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც ბაიერნმა ორი გოლი გაგვიტანა. შეგვეძლო უკეთესად თამაში და ამას შემდეგ კვირას დავამტკიცებთ. მიხარია, რომ მატჩი პოზიტიურად და იმედიანად დავასრულეთ. შანსები თანაბარია. საერთო ჯამში გამოვიარეთ 90-წუთიანი ტანჯვა, მაგრამ მიუნხენელებთან სხვანაირად არც იქნებოდა.
მინდა გამოვარჩიო კროოსის შესანიშნავი გადაცემა და ვინისიუსის შესრულება. კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ლა ლიგაშიც. აუცილებლად ვეცდებით ფინალში გასვლას", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.











