"იმ დროს მე ვიყენებდი ერთადერთ სქემას, 4-4-2-ს, რომელიც ავითვისე მილანში, საკისთან. ბაჯოს ტრანსფერზე უარის თქმა მომიწია, რადგან ჩემს გუნდში 10-იანის ადგილი არ იყო. რობერტოს ავუხსენი, რომ პარმა ითამაშებდა ორი ფორვარდითა და ვინგერებით, რის შედეგადაც მან ბოლონიაში წასვლა გადაწყვიტა.
წლების შემდეგ, იგივე პრობლემა შემექმნა ზიდანთან მიმართებით იუვენტუსში. იქაც 4-4-2-ს ვნერგავდი, თუმცა ის იყო ჩემი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე და ცხადია, ტაქტიკის შეცვლა მომიწია. ზიზუს ვერგამოყენებას, ახალი სქემის დანერგვა ვარჩიე", - განაცხადა ტურინელთა ყოფილმა სპეციალისტმა.











