"მინდა გამოვარჩიო ის ფაქტი, რომ სიტის წინააღმდეგ ძალიან კარგად შევძელით თავის დაცვა. აქამდე ბევრჯერ გვინახავს, თუ როგორ იბრძვის რეალი ბოლო წუთამდე. როდესაც საქმე 11-მეტრიანებამდე მივიდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებთი. ყველას ეგონა, რომ წავაგებდით, მაგრამ მადრიდი არასდროს უნდა ჩამოწერო.
გვარდიოლა ნამდვილი ჯენტლმენია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ის მოსალოცად მოვიდა. შედეგით კმაყოფილი ვარ, ახლა უკვე შემდეგ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ. წინ კლასიკოა", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.











