ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, მანჩესტერ სიტი საკუთარ კედლებში რეალთან 2-3 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
"ორმატჩიან დუელში ინტრიგა ვერ მოვკალით, თუმცა, მცირე უპირატესობა მოვიპოვეთ. კარგი მატჩი ჩავატარეთ და ბედნიერები უნდა ვიყოთ — ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა, სიტიმაც არაერთი პრობლემა შეგვიქმნა. დღევანდელი მოგება მეორე მატჩის წინ თავდაჯერებულობას შეგვმატებს."
"დღეს ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია არ ვიყავით და ვფიქრობ, რომ კიდევ შეგვიძლია მომატება. სეზონის მთავარი ეტაპი დაწყებულია და სირთულეების მიუხედავად, კარგი შედეგები გვაქვს. დღეს დაცვის ოთხეულმა პირველად ითამაშა ერთად და ვფიქრობ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს" — კარლო ანჩელოტი
გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 19 თებერვალს, მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება და 1/8 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.