"ფეხბურთით ვცოცხლობ. მატჩიდან მატჩამდე, ჩემი სამსახურისადმი ვნება არ მეკარგება. ნაპოლისა და ევერტონში მუშაობის შემდეგ, რადარებიდან გავქრი და ხალხმაც "ჩამომწერა". მათ ერთი უბრალო მოხუცი ვეგონე, რომელსაც ტიტულების მოგება აღარ შეეძლო. რა არის ჩემი საიდუმლო? - ვცდილობ ბალანსის შენარჩუნებასა და წარმოქმნილი სირთულეების დაძლევას.
განვლილი გზა? - მილანი სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება. იქ ვთამაშობდი ფეხბურთელის რანგში და ვმუშაობდი, როგორც მწვრთნელი. რეალში ყოფნა მაინც განსაკუთრებული რამ არის. მადრიდულ კლუბზე უკეთესი ადგილი არ არსებობს", - განაცხადა ესპანური გრანდის სპეციალისტმა.











