2 თვის წინ, კარლო ანჩელოტი ხორვატ ფეხბურთელს შეხვდა და სამწვრთნელო შტაბში ადგილი შესთავაზა - იტალიელი სპეციალისტი მას ასისტენტად განიხილავს. თავდაპირველად, მოდრიჩმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა, ახლა სამწვრთნელო კარიერის დაწყებას სერიოზულად განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი რეალის ღირსებას 2012 წლიდან იცავს და ჩატარებულ 516 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 83 ასისტი გაიფორმა.









