"ტონი კროოსს ჩინებული სეზონი აქვს, რატომაც არა? - მინდა, რომ მან ოქროს ბურთი მოიგოს. კროოსი უკვე გახდა ლა ლიგის გამარჯვებული.
თუ მან ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან ერთად წარმატებით ითამაშა, კონკურენციის გაწევა და ოქროს ბურთის მოგება ნამდვილად შეუძლია", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ კროოსი და ანჩელოტი რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდს დაუპირისპირდებიან.









