კარლო ანჩელოტის თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ჰყავდა ოთხი ფეხბურთელი, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით ოქროს ბურთი მოიპოვა. 1-ელი იყო ანდრეი შევჩენკო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე 2004 წელს გახდა. 3 წლის შემდეგ, საუკეთესო ჯილდოს ტიტული მოიგო კიდევ ერთმა მილანელმა: რიკი კაკამ.
იტალიელი მწვრთნელი არც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქაში ჩაკარგულა. 2014 წელს, ის მუშაობდა მადრიდის რეალში, ოქროს ბურთი კი კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. რაც შეეხება ბოლო გამარჯვებულს: 2022 წელი, პრიზი კარიმ ბენზემას გადაეცა. ეს ყველაფერი "სამეფო კლუბის" ამჟამინდელი დამრიგებლის ხელმძღვანელობით იყო.
როგორც ვიცით, წელს, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ ფავორიტად მოიაზრება ვინისიუს ჟუნიორი და თუ ეს მართლაც მოხდა, 65 წლის მწვრთნელს წლის საუკეთესო 5 შეგირდი ეყოლება. მოწინავე პოზიციებზე ასევე არიან დანი კარვახალი და ჯუდ ბელინგემი, რომლებიც ასევე ანჩელოტისგან მუშაობენ.











