სექტემბრის თვეში ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ნაკრების სიას უახლოეს დღეებში გაგვაცნობს.
იტალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, ნაკრებს მიღმა მადრიდის რეალის 2 ფეხბურთელი - ვინისიუს ჯუნიორი და ედერ მილიტაო დარჩებიან.
ვინისიუსს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ანჩელოტის თქმით, უმჯობესია ვინისიუსი რეალში დარჩეს და ერთი მატჩის გამო, ნაკრებში არ ჩავიდეს.
მილიტაოს შემთხვევაში, კარლო მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი მცველი ბოლომდე მზად ჯერ კიდევ არ არის და სანაკრებო პაუზის დროს, მილიტაოს დასვენების და უკეთ რეაბილიტაციის საშუალებას აძლევს.
5 და 10 სექტემბერს ბრაზილიის ნაკრები ჩილესა და ვენესუელის ნაკრებებს დაუპირისპირდება.









