ფიორენტინას ახალი ფორვარდი ეყოლება — 30 წლის ანდრეა ბელოტი რომადან 6-თვიანი იჯარით "იებში" ითამაშებს. მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფეხბურთელი უკვე ქალაქ ფლორენციაში იმყოფება.
"ილ გალო" რომაში 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ამ დროის განმავლობაში, იტალიელმა შემტევმა 68 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა. ბელოტი მოურინიოს დროს როტაციის ფეხბურთელი იყო და იგივე სიტუაცია დარჩა დე როსის გუნდში დაბრუნების შემდეგაც, შესაბამისად რომამ ფეხბურთელი გუნდიდან მარტივად გაუშვა.
ფიორენტინას ფეხბურთელის იჯარა სულ რაღაც €750.000 დაუჯდა.
Serie A
ანდრეა ბელოტი ფიორენტინაში ითამაშებს









