ანდრესმა საფეხბურთო კარიერა ალბასეტე ბალომპიში დაიწყო, საიდანაც 1996 წელს ბარსელონას აკადემიაში აღმოჩნდა. ესპანელი ფეხბურთელი 2002 წელს პირველ გუნდში დააწინაურეს, საიდანაც დაიწყო მისი დიდებული კარიერა. ინიესტამ კატალონიურ კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა: 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 9-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის თასი და ა.შ.
ინიესტას წარმატებული სანაკრებო კარიერას ჰქონდა, სადაც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისა და ორჯერ ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლო.
კარიერის მიწურლს, ფეხბურთელმა სხვა კონტინეტებზეც გამოსცადა საკუთარი ბედი - ინიესტა ჯერ იაპონიაში, კერძოდ ვიზელ კობიში გადაბარდგა, ბოლოს კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც ითამაშა, კლუბ ემირატებში.
ანდრეს ინიესტას კარიერაში 885 მატჩი მოუგროვდა, გაიტანა 93 გოლი და 161 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა — ასეთი სტატისტიკით დაემშვიდობა ლეგენდა ფეხბურთს.
COMING SOON🔜8️⃣🔟2️⃣4️⃣ pic.twitter.com/H0eaSKkTwU
— Andrés Iniesta (@andresiniesta8) October 1, 2024









