ანხელინიო გალათასარაიში იჯარის წესით თამაშობს, ესპანელი გერმანული ლაიფციგის საკუთრებაა. 27 წლის ფლანგის მცველი, თურქეთში გასული წლის ზაფხულში გადაბარგდა. იმის მიუხედავად, რომ საწყის თვეებში ფეხბურთელი დიდ სათამაშო დროს იღებდა, მალევე როტაციის ფეხბურთელად იქცა და როგორც ჩანს მისი თურქული ისტორიაც დასასრულს მიუახლოვდა. ზაფხულიდან მოყოლებული, ანხელინიომ გალათასარაის რიგებში, 19 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
დე როსის რომაში მისვლის შემდეგ, გუნდმა სათამაშო სქემა შეცვალა და 4 მცველიან წყობას დაუბრუნდა, რის გამოც უფროსობამ მარცხენა მცველის დამატება მიზნად დაისახა, ანხელინიო კი თავიდანვე #1 სამიზნე იყო. ფეხბურთელისთვის პირადი კონტრაქტი უკვე მზადაა და მხარეები იმედოვნებენ, რომ საბოლოო შეთანხმებაც უახლოეს საათებში შედგება.









