ნაპოლიმ ტრავმის გამო ნახევარდაცვის და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ანდრე-ფრანკ ზამგო ანგისა დაკარგა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, კამერუნელმა ნახევარმცველმა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს რამდენიმე თვე ვერ დაეხმარება.
ზამგო ანგისამ უმძიმე ტრავმა კამერუნის ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიიღო, რის გამოც სამშობლო უკვე დატოვა და ნეაპოლში დაბრუნდა. პირველადი ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი მინიმუმ 2-დან 3 თვემდე გამოტოვებს, რაც ანტონიო კონტესთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.
გამოცდილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.









