მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ვეტერანმა ფეხბურთელმა უეინ ბრიჯმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩელსისა და მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, ინგლისის ნაკრებში კი 36 მატჩი აქვს ჩატარებული, ბრიტანელთა მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთგეითს საინტერესო რჩევა მისცა.
"შეიძლება კეინის ძირითადი შემადგენლობიდან მოხსნა დიდ დარტყმად მოგეჩვენოთ, თუმცა ვფიქრობ, ეს პირიქით იქნება და ინგლისს ფინალში გასვლის მეტი შანსი ექნება.
ივან ტონი ძალიან კარგი ფეხბურთელია და შანსს იმსახურებს. საუთგეითს ვურჩევდი, რომ თუ წარმატების მიღწევა სურს, კეინი ამოაგდოს და მის ნაცვლად ტონი ათამაშოს", - განაცხადა ბრიჯმა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე 2 გოლია. მოგეხსენებათ, კეინი გუნდის კაპიტანიცაა. რაც შეეხება ივან ტონის, ბრენტფორდის ფორვარდმა ევრო 2024-ზე 2 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ორივე შემთხვევაში, ტონი შეცვლაზე შევიდა.










