ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება ჟოზე მოურინიოს მადრიდის რეალში დაბრუნების შესახებ. ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ ის ფაქტი, რომ აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში კილიან მბაპემ მოიწონა. ამ ყველაფერზე კომენტარი გააკეთა "სამეფო კლუბის" ამჟამინდელმა თავკაცმა, ალვარო არბელოამ.
"არ მაინტერესებს, რას ალაიქებს მბაპე, თუ გინდათ მოურინიო იყოს თუ გინდათ ჯულია რობერტსი, ეს მე საერთოდ არ მეხება. რეალის მწვრთნელი მე ვარ და ჩემი მიზანი დარჩენილი ყველა თამაშის მოგებაა. პროფესიონალები ვართ და პირველ რიგში კლუბის ინტერესებზე ვფიქრობთ.
ჩემი მიზანი არ არის მადრიდული გუნდის ფეხბურთელების მოტივირება, ისინი ისედაც საკმარისად მოტივირებულები არიან. მე იმისთვის ვარ, რომ როგორც თავკაცმა, გუნდი თამაშისთვის მოვამზადო", - განაცხადა ესპანელმა დამრიგებელმა.









