განვლილ მადრიდულ დერბის სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე მთელი მატჩის განმავლობაში ახდენდა რეალის ფორვარდის, ვინისიუს ჟუნიორის პროვოცირებას. არგენტინელმა სპეციალისტმა თავიდან მას განუცხადა: "პერესი გაგიშვებს, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები".
ბრაზილიელი თავდამსხმელის მოედნიდან გასვლის მომენტში კი "როხიბლანკოსის" მწვრთნელმა მოწინააღმდეგეს კვლავ მიმართა - "გესმის? ისინი შენ გისტვენენ". "სამეფო კლუბის" ფორვარდმა ამ დროს უკვე ვეღარ მოთოკა ნერვები და "ჩოლოსთვის" პასუხის გაცემა სცადა. "ბლანკოსის" მე-7 ნომერს ჩაბი ალონსო და ანტონიო რუდიგერი ამშვიდებდნენ.
მათი დაპირისპირება მოგვიანებით გადაიზარდა მოედნის ფარგლებს გარეთაც - 25 წლის თავდამსხმელმა ფაბრიციო რომანოს ვიდეოს ქვემოთ დაწერა კომენტარი, რომლის ადრესატი იყო სწორედ სიმეონე: "კვლავ წააგო და გამოვარდა". ცხადია, ამ ინციდენტს არ ჩაუვლია ბერნაბეუს ბინადრებისა და "ინდიელთა" დამრიგებლების შეხვედრის შემდგომი კომენტარის გარეშე.
"რა ვუთხარი ვინისიუსს? არ მახსოვს, ცუდი მახსოვრობა მაქვს. ის, რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზევე. ეს არის წესი, რომელიც ბავშვობიდან ვიცით. მეტს ვერაფერს ვიტყვი"
"ვცდილობ პატივისცემით განვეწყო მოწინააღმდეგე გუნდისა და მისი ფეხბურთელების მიმართ. როდესაც გავიგე, თუ რა უთხრა სიმეონემ ვინისიუსს, მე ეს არ მომეწონა. ნამდვილად არ იყო სამაგალითო სპორტული საქციელი. ყველაფერს აქვს თავის საზღვარი, მათ შორის იმასაც, რაც მოედანზე ხდება."
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში რეალ მადრიდმა მეტროპოლიტანოს ბინადრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. "სამეფო კლუბი" გავიდა ტურნირის ფინალში, სადაც მეტოქე იქნება ბარსელონა, რომელმაც თავის მხრივ 1/2 ფინალში ბილბაოს ატლეტიკს მოუგო.









