ლივერპულის ფეხბურთელი ჯერემი ფრიმპორგი, რომელიც პსჟ-სთან მატჩში კვარას წინააღმდეგ თამაშობდა, საინტერესო კომენტარი გააკეთა და ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
"პსჟ-ს ყველაზე სწრაფი შემტევები ჰყავს, ვინც კი ოდესმე მინახავს. მათ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ დრიბლინგის გაკეთება.
ვიცოდი, რომ კვარა კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა ასეთი სწრაფი თუ იქნებოდა, არ მეგონა, გაოცებული ვარ.
ამ თამაშის შემდეგ ჩემი ფეხები ცუდ მდგომარეობაშია, ყველაზე რთული მატჩი იყო მას შემდეგ, რაც ლივერპულში ვთამაშობ", - განაცხადა მერსესაიდელთა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი პსჟ-სა და ლივერპულს შორის, პარიზელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.









