წლების განმავლობაში, იურანი სხავდასხვა რუსულ კლუბში მუშაობდა და მის კლუბებს თავის დროზე კვარაცხელიას წინააღმდეგაც უთამაშიათ.
"არ მესმის, რატომ გააკეთა ეს. იტალიიდან საფრანგეთის ჩემპიონატში წასვლა უცნაური გადაწყვეტულებაა. ალბათ, ეს ფულის გამო გააკეთა.
საფრანგეთის ჩემპიონატი იტალიაზე დაბალი დონეა. თუ ასაკში ხარ და კარიერის ბოლოსკენ გადიხარ, ეს გადაწყვეტილება გასაგებია, მაგრამ ხვიჩა მხოლოდ 23 წლისაა.
იდეაში, კვარაცხელია პსჟ-ში მბაპეს შემცვლელად მიიყვანეს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ფეხბურთელი გუნდს იცვლის და თამაში აღარ გამოსდის", - აცხადებს იურანი.










