"დიდი ხანია ვერ ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც მიყვარს. წელიწადზე მეტია, რაც მოედანს ჩამოვშორდი. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ საბედნიეროდ, მოვახერხე ამას ფსიქოლოგიურად გავმკლავებოდი. საკუთარი თავის ტრანსფორმაციით კმაყოფილი ვარ, ჩემი თავით ვამაყობ. რომ არა საკუთარი თავის რწმენა, ალბათ დიდ დეპრესიაში ჩავვარდებოდი."
"უკვე რამდენიმე თვეა რაც ვიცი, რომ შეიძლება ფეხბურთის თამაში ვეღარ შევძლო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რას განვიცდი ამის გამო. ყველაფერს ვაკეთებ, რომ დავბრუნდე, ყოველდღიურად ვმუშაობ, მაგრამ იმისთვისაც მზად ვარ, რომ ფეხბურთის თამაში შევწყვიტო, ეს კარგად მაქვს გააზრებული."









