დღეს არაოლიმპიურ სახეობებში 2025 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დაჯილდოვდეს. არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები და სპორტსმენები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება რადიო "ჯაკოს" იუბილის აღსანიშნავად ყოველწლიურად იმართება.
გამარჯვებულები გახდნენ:
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია - თემურ სამხარაძე;
ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია - საბა ინანეიშვილი;
საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაცია - მინდია მგელაძე;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია - ნინო ბაციაშვილი;
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია - დათა ქაჯაია;
საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია - ავთო მუკბანიანი;
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია - მათე კორთხონჯია;
საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაცია -ლექსო საბანაძე;
საქართველოს ფუტსალის ასოციაცია - საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები;
უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაცია - ნიკა ლეკაიძე;
სპეციალური ჯილდო
საქართველოს რაგბის კავშირი - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
ღონისძებაზე, უკვე ტრადიციულად, ბადრი პატარკაციშვილის სახელობის პრემია გადაეცა სამი სპორტული კატეგორიის გამარჯვებულს:
ვახტანგ ლოლუა - მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში;
ნიკა ლეკაიძე - ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი 23 -წლამდე და მსოფლიოს ჩემპიონი უძლიერეს მამაკაცთა შორის უფროსებში;
ვანო წიკლაური - პარაწოლჭიმის ნაკრების წევრი.









