სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა, რომელსაც სტემფორდ ბრიჯმა უმასპინძლა. მაყურებელმა ჩელსი-ბარსელონას დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა.
მატჩის ანტიგმირი ბარსელონას ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო გახდა, რომელმაც პირველ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ურუგვაელის წითელ ბარათამდე ანგარიში მხოლოდ 1-0 იყო, მისი მოედნიდან გაძევების შემდეგ კი ჩელსიმ კატალონიელებს კიდევ ორი გოლი გაუტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბარსელონას გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელობისა და ჰანსი ფლიკის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელებში გამოხატეს.
"დღეს რაც მოხდა ყველაფერი ჰანსი ფლიკის ბრალია. არაუხომ ამხელა ნდობა რითი დაიმსახურა? ამაზე აქვს ვინმეს პასუხი?"
"ჰანსი ფლიკი რაზე ფიქრობდა, როცა არაუხოს სასტარტო შემადგენლობაში აყენებდა? მისი იმედი როგორ ჰქონდა, ღმერთო ჩემო"
"გასულ წლებში არაუხოს გაშვება რამდენჯერმე შეგვეძლო, მაგრამ დეკუმ ყველანაირი შემოთავაზება დაბლოკა. გუნდები ურუგვაელის სანაცვლოდ €50-60 მილიონზე მეტს იხდიდნენ და ამის მიუხედავად, არაუხო მაინც არ გაუშვეს... ახლა კი ამის გამო ვისჯებით"
"ყველაზე დიდი ტრაგედია იცით რა არის? ფლიკი მომავალში არაუხოს კიდევ ბევრჯერ ათამაშებს და დღევანდელი წითელი ბარათი არაფერს შეცვლის"
"არ შეიძლება არაუხოს რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ?"
"კარგი იქნებოდა ეს წითელი ბარათი ლა ლიგაშიც, რომ გადადიოდეს"
"არაუხოს თამაშს, სჯობს 10 კაცით ვითამაშოთ ხოლმე"
"ასეთ ცუდ ფეხბურთელს ახალი 6-წლიანი კონტრაქტი რატომ გაუფორმეს? რაზე ფიქრობდა ხელმძღვანელობა?"
"ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ არაუხოს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს... მას ვერასდროს მოვიშორებთ"
"სამწუხაროდ ეს არც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არაუხომ გუნდს უღალატა და არც ბოლო იქნება... ურუგვაელი ძალიან ცუდი მცველია"
შეგახსენებეთ, როგორც 2024 წელს, ისე 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც, რონალდ არაუხოს დამატებას რამდენიმე ევროპული გუნდი ცდილობდა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად იუვენტუსი და ბაიერნი აქტიურობდნენ, რომლებიც ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელებს საკმაოდ სოლიდურ სატრანსფერო თანხას სთავაზობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად კლუბისა და ფლიკის პასუხი ყოველთვის ერთი იყო: "არაუხო არ იყიდება!"
ზემოხსენებულ კლუბებში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა ბარსელონასთან ახალი 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.









