კოპა დელ რეის მერვედფინალში მადრიდის რეალი სენსაციურად დამარცხდა ალბასეტესთან, ანგარიშით 2:3. ეს იყო ალვარო არბელოას სადებიუტო შეხვედრა "სამეფო კლუბის" თავკაცის რანგში და თავის პირველ თამაშზე მან გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა: ბერნაბეუს ბინადრები აგებდნენ ორჯერ, ბოლოს კი საბოლოოდ დამარცხდნენ.
პირველი გოლის გაშვების შემდეგ, რეალი თამაშში დააბრუნა ფრანკო მასტანტუონომ, მეორედ კი, თანაც 91-ე წუთზე, გონსალო გარსიამ. ყველაფერი დასრულდა 94-ე წუთზე, როცა მადრიდელებმა მე-3 ბურთი გაუშვეს. აღნიშნული წაგებით, ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ესპანეთის თასის გათამაშებას ეთიშება.
ალბასეტე 3:2 რეალი
გოლები: 1:0 ხავი ვილარი 42', 1:1 ფრანკო მასტანტუონო 45+3, 2:1, 3:2 ხეფტე ბეტანკორი 82', 90+4, 2:2 გონსალო გარსია 90+1.









