რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ იუვენტუსთან მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა, რა დროსაც არდა გიულერის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"არდა გიულერის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ ახლა მისი კარიერის საწყის წლებს ვუყურებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში განვითარება კიდევ შეუძლია. მჯერა, რომ წლების შემდეგ ტოპ ფეხბურთელი გახდება.
არდა გიულერი როგორც ახალი იოზილი? ვფიქრობ, სათამაშო სტილით როგორც მესუთ იოზილს, ისე გუტისაც ჰგავს."
შეგახსენებთ, რეალ მადრიდი-იუვენტუსის მატჩი ხვალ, 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.









