შეხვედრის ერთადერთი გოლი არდა გულერმა გაიტანა, მან დანი კარვახალის საგოლე გადაცემით ისარგებლა. თურქმა შემტევმა "სამეფო კლუბის" მაისურით თავისი მე-2 ბურთი გაიტანა.
ამ დროისთვის კარლო ანჩელოტის გუნდი აგროვებს 84 ქულას და მეორეადგილოსან ბარსელონასთან სხვაობას 14 ქულამდე ზრდის, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კატალონიელებს 33-ე ტურში თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ.











