არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ თავისი გუნდის კაპიტნის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. დამრიგებელმა აღნიშნა, რომ "ალბისელესტე" აღარ არის დამოკიდებული ინტერ მაიამის ლიდერზე და წარმატების მიღწევა ეროვნულ გუნდს მის გარეშეც შეუძლია.
"არგენტინა ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ წარმატებით გამოსვლა შეუძლია როგორც მესისთან ერთად, ისე მის გარეშეც. ადრე იყო ბევრად რთული სიტუაცია, როდესაც გვიწევდა მოთამაშეებისა და ტაქტიკის ხშირი ცვლა, მაგრამ თანამედროვე "ალბისელესტე" უკვე სულ სხვა გუნდია.
ამის აუცილებლობა აღარ არის, რადგან "ლა სელესიონი" ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე დამოკიდებული ნაკრები არ არის. გუნდის თითოეული მოთამაშე არის სასარგებლო და ინდივიდუალურად ვინმეს გამოყოფა რთულია."









