პარის სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერ მილანი 5:0 გაანადგურა. ისმის კითხვა - არის, თუ არა ფრანგული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორი? შეგახსენებთ, რომ აქამდე, ეს რეკორდი ამსტერდამის აიაქსს ეკუთვნოდა.
ჩემპიონთა ლიგის 1994/1995 წლების სეზონის ფინალში "ებრაელების" სასტარტო თერთმეტეულის საშუალო ასაკი 23 წელს უდრიდა. პსჟ-მ კი "ნერაძურის" მოუგო ისეთი შემადგენლობით, რომლის საშუალო ასაკი 25.3-ს უდრის. ეს ნიშნავს იმას, რომ კრუიფ არენას ბინადრების მიღწევა ხელშეუხებელი დარჩა.
ამის მიუხედავად, პარიზელებმა ლუი ვან გაალის შეგირდები ერთ მსგავს კომპონენტში მაინც დაჩრდილეს. სეზონის ზოგადი შემადგენლობა რომ ავიღოთ, ლუის ენრიკეს კოლექტივი უფრო ახალგაზრდაა. ფრანგული გუნდის 2024/25 წლების სეზონის შემადგენლობის საშუალო ასაკი: 23.9.
1994/1995 წლების საჩემპიონო აიაქსის შემადგენლობის საშუალო ასაკი - 25.6. როგორც ვხედავთ, პარკ დე პრენსის ბინადრები ზოგადი შემადგენლობით, მაგრამ არა ფინალში გამოყენებული ძირითადი 11-ეულით, მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში მართლაც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები არიან.









