ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში ბაიერნ მიუნხენი პარის სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა "რეკორდმაისტერის" კაპიტანი, მანუ ნოიერი, რომელმაც განმარტა, თვლის, თუ არა ის პსჟ-ს ევროპის საუკეთესო კლუბად.
"პარის სენ-ჟერმენი ევროპის საუკეთესო გუნდია? ასე თქმა არ შეიძლება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სხვებიც არიან. მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც არსენალი, რომელმაც გაიარა ზუსტად იგივე გზა, რაც პსჟ-მ. რა თქმა უნდა, ბაიერნისთვის ეს ურთულესი შეხვედრა იქნება.
დიახ, "ლურჯ-წითლები" თამაშობენ საოცარ ფეხბურთს, თუმცა მეეჭვება, რომ ვინმეს უხაროდეს ჩვენთან დაპირისპირება, მათ შორის მოქმედ ჩემპიონსაც. ენრიკეს შეგირდებთან მოსაგებად გვჭირდება საბრძოლო განწყობა, პირველივე ნახევრიდან", - განაცხადა გერმანელმა გოლკიპერმა.









