მეტ-ნაკლებად დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, სლოტის გუნდმა მეორე ნახევარი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლიც გაუტანა. თავი ჯერ დიოგუ ჟოტამ გამოიჩინა, რომელსაც მო სალაჰმა გაატანინა, შემდეგ კი თავად ეგვიპტელმაც მოახერხა თავისი გოლის გატანა. 0:2 და დაგეგმილი 3 ქულა, "წითლები" სეზონს კარგად იწყებენ.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









