მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და როგორც ინგლისურ პრესაში წერენ, პირველი საუბრით ორივე მხარე კმაყოფილია. ნიდერლანდულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოტი ინგლისში უკვე სახლს ეძებს და მზადაა ამ გამოწვევას დათანხმდეს.
არნე სლოტი ფეინოორდში 2021 წლიდან მუშაობს. ამ დროში გუნდი ერედივიზიონის ჩემპიონი გახდა, ამ სეზონში კი ქვეყნის თასის მოგებაც მოახერხა. წინა წელს, 45 წლის სპეციალისტი ტოტენჰემში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ლივერპულში სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ, თუმცა ამ მომენტისთვის სლოტი მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.











