არსენალმა ორივე ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხა. 2024/25 სეზონის პირველი გოლის ავტორი კაი ჰავერცი გახდა, რომელმაც ბუკაიო საკას საგოლე გადაცემით ისარგებლა. მეორე ტაიმში კი თავად ინგლისელმა მოახერხა "მგლების" კარის აღება — 74-ე წუთზე, საკამ თავის სტილში შეძლო გოლის გატანა, საბოლოო ანგარიში 2:0 და 3 ქულა ლონდონში დარჩა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









