პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ სიტისა და არსენალის სუპერ დაპირისპირება იხილა.
90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, შექმნეს უამრავი საგოლე მომენტი და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ერთს დარჩა - არსენალი დამარცხებულია, მანჩესტერ სიტი პირველ ადგილს 3 ქულაში მიუახლოვდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პეპ გვარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული!
1. არსენალი 70 ქულა (33 მატჩი)
2. მანჩესტერ სიტი 67 ქულა (32 მატჩი)
მანჩესტერ სიტი 2-1 არსენალი
გოლები: 1-0 რაიან შერკი 16', 1-1 კაი ჰავერცი 18', 2-1 ერლინგ ჰოლანდი 65'.









