ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველი ტურის ორი შეხვედრა უკვე გაიმართა და ორივე მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
ბილბაო საკუთარ მოედანზე არსენალს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ლონდონელები მეორე ნახევარში გააქტიუროდნენ.
67-ე წუთზე ანგარიში მარტინელიმ გახსნა, შეხვედრას კი მატჩის მიწურულს წერტილი ტროსარმა დაუსვა და მეთოფეებს პრიველი 3 ქულა მოუტანა.
სენსაციური გამოდგა ეინდოჰევნში გამართული მატჩი, სადაც ადგილობრივი პსვ ბელგიის ჩემპიონ როიალ უნიონს დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში ფავორიტი პსვ იყო, როიალმა ბრწყინვალე ფეხბურთი შემოგვთავაზა და 1:3 გაიმარჯვა.









