ემირეითზე შეკრებილმა მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში "მეთოფეების" შეტევებს უყურა, ლუთონს კი ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონია. არტეტას გუნდმა ყველაფერი პორველივე ტაიმში მოაგვარა. 24-ე წუთზე თავი ჯერ გუნდის კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა გამოიჩინა, 44-ე წუთზე კი სმიტ როუს აქტიურობას ჰაშიოკას ავტო-გოლი მოჰყვა.
არსენალმა ამ გამარჯვებით 68 ქულა მოაგროვა და დროებით პირველ ადგილზე გადასვლაც მოახერხა.









