პრემიერ ლიგის 26-ე ტურის დასკვნითი მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ბრენტფორდისა და არსენალის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ მიკელ არტეტას გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, "ფუტკრებმა" საკმაოდ ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მნიშვნელოვანი ქულებიც დააკარგვინეს.
არსენალმა ამ მატჩის შემდეგ 57 ქულა მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერ სიტისთან ჩამორჩენა სულ რაღაც 4 ქულაა, შესაბამისად, საჩემპიონო მარათონი კიდევ უფრო გახურდა.
ბრენტფორდი 1-1 არსენალი
გოლები: 0-1 ნონი მადუეკე 61', 1-1 კინ ლუის-პოტერი 71'.
მატჩის მიმოხილვა









