სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალური დაპირისპირება, სადაც საუთჰემტონმა არსენალს უმასპინძლა.
იმის მიუხედავად, რომ არსენალი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, “წმინდანებმა” მძიმე ბრძოლაში საკმაოდ მრისხანე მეტოქეს მაინც აჯობეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.
არსენალმა ბოლო ორ მატჩში, ორი ტიტულის მოგების შანსი დაკარგა. შეგახსენებთ, წინა კვირას მიკელ არტეტას გუნდი ინგლისის ლიგის თასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა.
საუთჰემპტონი 2-1 არსენალი
გოლები: 1-0 როს სტიუარტი 35’, 1-1 ვიქტორ იოკერესი’, 2-1 შეი შარლზი 85’.









