ანგარიში გაიხსნა პიერ ჰოიბერგის ავტოგოლის შემდეგ, პირველი ტაიმის ბოლომდე კი ბუკაიო საკამ და კაი ჰავერცმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.
მეორე ტაიმში ჰოტსპურმა სცადა თამაშში დაბრუნება, გოლი ჯერ კრისტიან რომერომ გაიტანა, შემდეგ კი სონ ჰინ მინმა პენალტი ზუსტად შეასრულა. როგორც აღმოჩნდა, თამაშის გადასარჩენად ეს საკმარისი არ იყო.
მიკელ არტეტას გუნდი აგროვებს 80 ქულას და პირველ ადგილზე რჩება, თუმცა მანჩესტერ სიტის, რომელიც 76 ქულით მეორე ადგილზეა, ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.











