მთელი შეხვედრის განმავლობაში, უპირატესობას "მეთოფეები" ფლობდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს, არსენალმა წინ გასვლა მოახერხა - გაბრიელ ჟესუსის დიდ ბრძოლას ვულვზის საჯარიმოში, ლეანდრო ტროსარის ეფექტური გოლი მოჰყვა, 0:1 და არტეტას გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმში ბურთს თავიდან ბოლომდე არსენალი ფლობდა. შეხვედრის ბოლოს კი საბოლოო წერტილი გუნდის კაპიტანმა, მარტინ ოდეგორმა დასვა, 0:2 და 74 ქულით, "მეთოფეები" დროებით პირველ ადგილზე გადავიდნენ.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









