შეხვედრის ერთადერთი გოლი მიკელ მერინომ გაიტანა, რომელმაც მარტინ ოდეგორის გადაცემით ისარგებლა და რობერტ სანჩესს აუღებელი თავური დაურტყა.
"მეთოფეებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 58 ქულას მოუყარეს თავი, ხოლო რაც შეეხება ჩელსის, ენცო მარესკას გუნდი 49 ქულით, მე-4 პოზიციაზე დარჩა.
არსენალი 1-0 ჩელსი
გოლი: 1-0 მიკელ მერინო 20'.
გოლი: 1-0 მიკელ მერინო 20'.
დღეს მეორე ლონდონური დერბიც გაიმართა, სადაც ერთმანეთს ფულემი და ტოტენჰემი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში მარკო სილვას გუნდის დომინანტური თამაში იხილა, რასაც ლოგიკური დასასრულიც მოჰყვა. კრეივენ კოტეჯის ბინადრებმა მეტოქე უშანსოდ, 2-0 დაამარცხეს.
ფულემიდან თავის გამოჩენა როდრიგო მუნიზმა და რაიან სესენიონმა მოახერხეს. მარკოს სილვას გუნდმა ამ მატჩის შემდეგ 45 ქულა მოაგროვა, რითაც მე-8 პოზიციამდე აღზევდა. ენჯ პოსტეკოგლუს ტოტენჰემი კი 34 ქულით, მე-13 პოზიციაზე დარჩა.
ფულემი 2-0 ტოტენჰემი
გოლები: 1-0 როდრიგო მუნიზი 78', რაიან სესენიონი 88'.
გოლები: 1-0 როდრიგო მუნიზი 78', რაიან სესენიონი 88'.









