შეხვედრა არსენალმა საკმაოდ კარგად დაიწყო. ბურთის კონტროლი და სახიფათო მომენტები, რასაც მალევე პირველი გატანილი გოლიც მოჰყვა. ბენ უაითის ჩაწოდებულს დეკლან რაისმა თავური დაუხვედრა და მასპინძლები წინ გავიდნენ. მთელი ტიმი ბურთს თავიდან ბოლომდე "მეთოფეები" აკონტროლებდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 49-ე წუთზე, რამსდეილმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რომლითაც ვისამ ისარგებლა და ანგარიშიც გათანაბრდა, 1:1.
მეორე ტაიმში არსენალმა საკუთარი ფეხბურთის ჩვენება ვერ მოახერხა, რადგან სტუმარი გუნდი, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ბრენტფორდმა ბოლომდე მაინც ვერ გაძლო. მატჩის მიწურულს, ბენ უაითმა მეორე საგოლე გადაცემა გააკეთა, გოლი კი კაი ჰავერცმა გაიტანა. გერმანელმა, ზედიზედ მესამე მატჩში, გამოიჩინა თავი. საბოლოოდ 2:1დაფიქსირდა და 3 ქულა ემირეითზე დარჩა.
"მეთოფეები" ამ გამარჯვებით 64 ქულას აგროვებენ და დროებით პირველ ადგილზე გადადიან. ხვალ არტეტას გუნდის ორი მთავარი კონკურენტი ერთმანეთს ეთამაშება, ლივერპული-მანჩესტერ სიტის შეხვედრა, თბილისის დროით, 19:45 საათზე დაიწყება.









