"არსენალს პრემიერ ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში 38 შეხვედრაში მათ ანგარიშზე სულ რაღაც 29 ბურთი იყო. კალაფიორის დამატების შემდეგ კი ლონდონელთა უკანახაზი კიდევ უფრო ძლიერი გახდა. თუ სალიბასა და გაბრიელს რამე მოუვათ, ეს არ იქნება პრობლემა, რადგან მათ რიკი დააზღვევს.
ამის მიუხედავად, ჩემპიონობისთვის ეს მაინც არ არის საკმარისი. "მეთოფეებს" სჭირდებათ მაღალი დონის თავდამსხმელი, რომელიც ბევრ გოლს გაიტანს. გასულ სეზონში "კანონირების" ყველაზე პრობლემური რგოლი სწორედ წინახაზი იყო", - განაცხადა "კაჭკაჭთა" ყოფილმა ფორვარდმა.











