ნიუკასლ იუნაიტედის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალან შირერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა. ინგლისელი ყოფილი ფორვარდის თქმით, ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია არსენალის შეჩერება, პარის სენ-ჟერმენი არის.
"ეჭვგარეშეა, რომ თანამედროვე არსენალს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება შეუძლია. ძლიერი გუნდია, თუმცა მე მთავარ ფავორიტად მაინც პარის სენ-ჟერმენს დავასახელებ. იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა ამ გუნდმა შარშან და რა შემადგენლობა ჰყავს. დიახ, მთავარი ფავორიტები პსჟ და ლონდონური გუნდი არიან.
"ლურჯ-წითლები" მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მეთოფეების" დამარცხებას, თუმცა არა ისე, როგორც გასულ სეზონში, როდესაც ინტერმა მათგან 5 ბურთი მიიღო. ემირეიტსის ბინადრების ძლიერი მხარე არის თავდაჯერებულობა და ფართო შემადგენლობა."









