იმის მიუხედავად, რომ არსენალი ჯერ კიდევ საჩემპიონო ბრძოლაშია ჩართული, უფროსობამ მომდევნო სეზონზე ფიქრი უკვე დაიწყო. ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან მიკელ არტეტას გეგმებში და ვინ დატოვებს სეზონის ბოლოს "მეთოფეებს". სიაში ისეთ ფეხბურთელებსაც ვხვდებით, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა კლუბებში თამაშობენ:
აარონ რამსდეილი;ედი ნკეტია;
ემილ სმიტ როუ;
კირან ტირნი;
ნუნო ტავარეში;
ალბერტ სამბი ლოკონგა;
რის ნელსონი;
სედრიკ სუარეში;
ფაბიო ვიეირა;
კლუბმა ეს ფეხბურთელები ტრანსფერზე ოფიციალურად დააყენა და კარგი შემოთავაზების სანაცვლოდ, არსენალი ყველა ამ ჩამოთვლილ ფეხბურთელს შეელევა.