პრემიერ ლიგის 27-ე ტურის დასკვნით მატჩში, გათამაშების აუტსაიდერის შეფილდ იუნაიტედისა და საჩემპიონო რბოლაში მყოფი არსენალის დაპირისპირდება ვიხილეთ. არტეტას გუნდი ამ შეხვედრას 6-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა.
მატჩის დაწყებისთანავე ნათელი გახდა, რომ არსენალის მორიგ გასაოცარ პერფორმანს ვიხილავდით. შეხვედრის მე-5 წუთზე "მეთოფეებმა" მეტოქის დარბევა დაიწყეს. სტუმრები წინ გუნდის კაპიტანმა, მარტინ ოდეგორმა, გაიყვანა, რასაც მალევე ბოგლის ავტო-გოლიც მოჰყვა. შემდეგ მარტინელის ჯერი დადგა, რომელმაც შეფილდის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ანგარიში 0:3 გახადა. ტაიმის ბოლომდე არტეტას გუნდმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა. თავი ჯერ კაი ჰავერცმა გამოიჩინა, შემდეგ კი დეკლან რაისმა პირველ ტაიმს წერტილი დაუსვა, 0:5.
მეორე ტაიმი არსენალმა ისევ შეტევებით დაიწყო და მალევე მე-6 გოლიც ვიხილეთ. ამჯერად კაი ჰავერცმა ბენ უაითს გაატანინა. ამის შემდეგ, არტეტას გუნდმა ბურთის გორება დაიწყო და შეხვედრის ბოლომდე საინტერესო აღარაფერი გვინახავს.
არსენალმა ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო, ჯამში კი 61 ქულის მოგროვება შეძლო. ლიდერ ლივერპულთან ჩამორჩენა, კვლავ 2 ქულას შეადგენს.
Premier League
არტეტას გუნდის საოცარი სვლა გრძელდება









