"ჩემს კარიერაში ბევრ კარგ ფეხბურთელთან მითამაშია. ზიდანი, რომელიც უბრალოდ გენიოსია, მესი - ფეხბურთელი, რომლზეც არავინ იცის, როდის რას გააკეთებს.
თუმცა ჩემთვის ყველაზე კომფორტული თანაგუნდელი დენის ბერგკამპია. 7 წლის განმავლობაში მის ვარჯიშებს თვალს ყოველდღიურად ვადევნებდი. ბერგკამპს თამაში ისე მიჰყავდა, როგორც ამას საჭიროება მოითხოვდა.
პასი იყო საჭირო, გიკეთებდა, გოლი იყო საჭირო, იტანდა, ბურთს იჭერდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც იმ მომენტში გუნდს სჭირდებოდა", - განაცხადა ანრიმ.










