- ბუდუ, გერმანიაში უკვე წელიწადნახევარია იმყოფები. როგორია შენი შთაბეჭდილებები ქვეყანასა და კარლსრუეზე?
- თავიდან გამიჭირდა ქვეყანასა და კარლსრუესთან შეჩვევა, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. დღეს მე და ჩემი ოჯახი გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, რაც მოედანზე ჩემს თამაშზეც აისახება. გარემო მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალია. ეს კი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე კარგად თავი სხვაგან არსად გვიგვრძვნია და შესაბამისად, ძალიან მოგვწონს აქ ყოფნა.
- აქამდე საქართველოში, დანიასა და უნგრეთში თამაშობდი. რით განსხვავდება მეორე ბუნდესლიგა სხვა ლიგებისგან?
- მეორე ბუნდესლიგა სრულებით განსხვავებულია იმ ჩემპიონატებისგან, რომლებშიც აქამდე მითამაშია. მიმსგავსება მხოლოდ დანიის ლიგასთან შემიძლია. სისწრაფე, ინტენსივობა, ბრძოლა - ეს ის კომპონენტებია, რისგანაც მე-2 ბუნდესლიგა შედგება, რაც შეეხება ქომაგებს, აქ სტადიონები სავსეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის დონისთვის. ნებისმიერ გუნდს ნებისმიერთან მოგება შეუძლია და ეს ლიგას საინტერესოს ხდის.
- სამი თვის წინ საქართველოს ნაკრებთან ერთად გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეთ. თქვენი ქვეყნისთვის ეს პირველი მონაწილეობა იყო ევროს ფინალურ ეტაპზე. როგორც გაიხსენებთ გასულ ზაფხულს?
- სამი თვის წინ საქართველოს ნაკრებთან ერთად გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეთ. თქვენი ქვეყნისთვის ეს პირველი მონაწილეობა იყო ევროს ფინალურ ეტაპზე. როგორც გაიხსენებთ გასულ ზაფხულს?
- ის არასდროს დამავიწყდება. საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველად ვითამაშე ევროპის ჩემპიონატზე. ეს სიამაყის უდიდესი გრძნობა იყო. მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და მიხარია, რომ ეროვნული გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანე. იმედი მაქვს, ჩემი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს დიდ საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლას.
- კარლსრუემ სეზონის ორ გასვლით მატჩში ოთხი ქულა მოიპოვა. რა შედეგს ელოდებით მაგდებურგთან შეხვედრის შემდეგ?
- მაგდებურგში რთულ შეხვედრას ველოდები, რადგან მოწინააღმდეგე კარგი გუნდია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მეტოქეს საკუთარ მოედანზე მოგება ჯერ არ აქვს, რაც მოტივაციას გააორმაგებს. მოწინააღმდეგე ყველაფერს გააკეთებს, რათა საკუთარი ქომაგების თვალწინ 3 ქულის მოიპოვოს. ასე რომ, ეს რთული მატჩი იქნება. ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, მჯერა, რომ წარმატების მიღწევას შევძლებთ.
- რისი კეთება გიყვარს მოედნის გარეთ?
- რისი კეთება გიყვარს მოედნის გარეთ?
- დასვენების დღეების ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გატარება მიყვარს. ხშირად ვთამაშობთ სხვადასხა სამაგიდო თამაშს, ზოგჯერ კი ჩემს ქალიშვილთან ერთად გასართობ პარკს ვსტუმრობ.











