"მჯეროდა, რომ მიქაუტაძე აიაქსში წარმატებას მიაღწევდა. ვფიქრობ, მას არ მისცეს საკმარისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავისი დონე და ხარისხი ეჩვენებინა. ველი იმ მომენტს, როდესაც ჟორჟი დაბრუნდება ამსტერდამში და გაიტანს გოლებს, ისე როგორც ამას ის მეცში აკეთებს", - განაცხადა საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა ფორვარდმა.
არველაძე: "მიქაუტაძის აიაქსში დაბრუნებას და გოლებს ველი"

ამსტერდამის აიაქსის ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი განათხოვრების წესით დაბრუნდა მეცში, სადაც იანვრის შემდეგ მან 11 ბურთის გატანა მოასწრო. ვეტერან ქართველ ფორვარდს იმედი აქვს, რომ მისი თანამემამულე იმავეს "ღმერთის შვილებშიც" გააგრძელებს.










