შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი 3 გატანილი ბურთი ვიხილეთ. ანგარიში სტუმარმა გუნდმა გახსნა, კერძოდ, მატჩის 68-ე წუთზე მარიუსმა საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა არველაძის გუნდმა საპასუხო გოლი მალე გაიტანა. გამოცდილმა იტალიელმა მცველმა, დავიდე ბირასკიმ წონასწორობა 72-ე წუთზე აღადგინა.
მატჩის ბოლომდე გუნდებმა არაერთი მომენტი გაცვალეს, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ მასპინძელმა კარაგუმრუკმა შეძლო. შეხვედრის 89-ე წუთზე, თავი კიდევ ერთმა იტალიელმა ფეხბურთელმა გამოიჩინა, 21 წლის ფლავიო პაოლეტიმ, რომელმაც არველაძის გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
ვინ იქნება კარაგუმრუკის მეტოქე 1/4 ფინალში, ამას წილისყრა გაარკვევს.









