"ის გუნდს იჯარით არ დატოვებს. თუ ბარსელონადან წავა, ეს იქნება პირდაპირი ტრანსფერი. ვერავინ ხვდება რატომ არ ათამაშებს ჩავი ფეხბურთელს... ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ჩავი ვიტორს არც კი ესაუბრება ამ თემაზე. ეს სწორი მიდგომა არაა. ძალიან მალე უფროსობას შევხვდები და მომავალზე ვისაუბრებთ.
ბარსელონა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ვიტორს ეს კლუბი უყვარს. სხვები ორჯერ და სამჯერ მეტს გვთავაზობდნენ, მაგრამ მას მხოლოდ ბარსელონაში თამაში უნდოდა. თუმცა თუ გამოსავალი ვერ ვიპოვეთ, სხვა გუნდში წავალთ, ასე გაგრძელება შეუძლებელია."

"ვიტორი მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, ჩავისგან მას მხარდაჭერა სჭირდება. ის მზადაა ყველას ანახოს, თუ რა შეუძლია და რა დონის მოთამაშეა. შეხედეთ ვინისიუსს, მას ორი წელი დასჭირდა ბოლომდე გასახსნელად, ვიტორსაც სჭირდება ასეთი მხარდაჭერა... მიეცით ამ ბიჭს სათამაშო დრო!
ალოგიკურია იყიდო ბრაზილიელი, მოიყვანო ბარსელონაში, ათამაშო პირველ მატჩებში და შემდეგ სკამზე გადასვა... ამის შემდეგ ის იტანს ორ გოლს და ამის მიუხედავად მისი დატოვება სკამზე, ეს სწორი არ არის.
რატომ ვამბობთ იჯარაზე უარს? - ამან შეიძლება ახალგაზრდა ფეხბურთელზე კარგად არ იმოქმედოს. თუ აქედან წავალთ, ეს იქნება ტრანსფერი. მართალია მას დარჩენა სურს, მაგრამ თუ თამაში არ დაიწყო და მწვრთნელისგან ნდობა არ მიიღო, ზაფხულში აუცილებლად დავტოვებთ ბარსელონას."










