დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია 89-60 დაამარცხა და ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია. "თბილისი არენაზე" მოპოვებული გამარჯვებით, საქართველოს ჯგუფიდან გასვლა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, თუ რომელი ადგილით გავა ეს ბოლო 2 მატჩში გაირკვევა.
დღევანდელი გამარჯვების შესახებ, საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა, ალექსანდრე მერკვილაძემ ისაუბრა:
"პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ჩემი დებიუტი არ შედგა დანიაში, ჩემი დებიუტი შედგა საქართველოში, ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობა ძალიან დიდი სიხარული იყო და დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს, რომ ასე მენდნენ და მოედნაზე ამდენი წუთის გატარების შესაძლებლობა მომეცა. ასე მგონია, საქართველოს ნაკრებში თამაში ისეთი შეგრძნებას გაძლევს ბურთის აცილება არ გინდა, შვიდიდან შვიდივე ჩავიდა კალათში და იმედი მაქვს, ასე გაგრძლდება.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის ახალწვეულს,მარკის რიდს, ის ძალიან კარგი მოთამაშეა, რაც თურქულ ლიგაში გააკეთა იმას აკეთებს ჩვენთანაც. მასთან მოედნის მიღმა კარგი ურთიერთობა მაქვს, რიდი როგორც კარგი კალათბურთელი, ასევე კარგი პიროვნებაა.”









