კრისტიან ვიერიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთის შემოტანის მხრივ, საუკეთესოა. იტალიელი ექს-ფორვარდისთვის ასეთი მოთამაშე არის მილანის ინტერის ლატერალი, ფედე დიმარკო.
"რამდენიმე კვირის წინ, ვთქვი, რომ დიმარკო საუკეთესოა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთის შემოტანის კომპონენტში. ბევრი არ დამეთანხმა და დაასახელეს სხვა მოთამაშეები, მაგრამ მე ახლაც გავიმეორებ: ფედეზე უკეთ ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი არავის შემოაქვს.
ლაციოსთან მატჩში კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ რა შეუძლია იტალიელ მარცხენა ფლანგელს. ასეთი ფეხბურთელი 20 წელია არ მინახავს. ვფიქრობ, ინტერის ლატერალი კიდევ დიდხანს იქნება ამ კომპონენტში საუკეთესო."









